www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: Optimo
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"Optimo"-ში ვეძებთ მომხმარებელთა მრჩეველს.

"Optimo" - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს.

Optimo მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.

უფრო დეტალურად: https://optimo.ge/ka

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე?

** დაეხმარები ოპტიმოს მომხმარებლებს და გაუწევ მათ საინფორმაციო ხასიათის მომსახურებას;
** პროდუქტის გაყიდვების მიზნით, იმუშავებ გამავალ ზარებზეც;
** დროული რეაგირება გექნება მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე;
** მართავ ონლაინ ჩატს;
** აწარმოებ რეპორტინგს უშუალო ხელმძღვანელთან.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვისაც ექნება მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.

და ასევე, თუ შენ:

** თვლი რომ ტექნიკური ტიპი ხარ;
** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გაქვს გუნდურად მუშაობის უნარი.

შენ გეძებთ!

რეზიუმეები შეგიძლია გაგვიზიარო ლინკზე 30 ივნისის ჩათვლით: https://bit.ly/3g2x0px



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |