www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: დეტრა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

"დეტრა ჯგუფის" საქმიანობა სრულ საინჟინრო, საპროექტო და საინსტალაციო სპექტრს მოიცავს, ახორციელებს, როგორც პროექტირების სამუშაოებს, ასევე, აგრეგატების მიწოდებას, მონტაჟსა და სისტემების სრული სერვისებით უზრუნველყოფას.
კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებთან, შესაბამისად, პრიორიტეტი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისა და სერვისის მიწოდებაა.

"დეტრა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე:

მდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის ქ.
გადაადგილების მოთხოვნა: დიახ
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
ენები: ქართული

ძირითადი მოვალეობები:

** მექანიკური-საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, მართვა და შესრულების უზრუნველყოფა (ვენტილაცია, ხანძარქრობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია)
** ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

საჭირო უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@detra.ge. CV-ს დასახელებაში მიუთითეთ აპლიკანტის სახელი და გვარი, ელფოსტის სათაურის ველში - ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |