www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სალაროს უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას სალაროს უფროსის პოზიციაზე, გურჯაანში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია 13 ქალაქში 17 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა - გადაწყვეტა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალაროს გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
** საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ხელშეწყობა და სტიმულირება;
** თვიური რეპორტინგი საოპერაციო პროდუქტების მიხედვით;
** სერვის ცენტრის სალაროს ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** ლიმიტების დარღვევის შემთხვევებში მათი აღმოჩენა და ადეკვატური რეაგირება;
** დღის ბოლოს სალაროს თანამშრომლების ნაშთების შემოწმება;
** სისტემატურად სალაროსა და საცავში არსებული ნაშთების საკონტროლო გადათვლა;
** ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ინკასაციის ორგანიზება და განხორციელება;
** სალაროსა და საცავის გასაღებების, ბეჭდების, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების შენახვა, მოძრაობის კონტროლი;
** მეტობა/დანაკლისის აქტების გაფორმება, ნაშთების გასწორების უზრუნველყოფა;
** სალაროს დღიური საბუთების შემოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
** საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აქედან მსგავს პოზიციაზე - მენეჯერული მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელური, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 21 ივლისი 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

გამოვხატავ თანხმობას ნებაყოფლობით და ვაძლევ უფლებას სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალ"-ს (შემდგომ მოხსენიებული როგორც - "მისო"), ს/კ 404967078 (იურ.მის.: საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი, N68, სართული N1, საოფისე ფართი N2), რომ მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული ჩემი პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტები, მათ შორის, ბიომეტრიული ინფორმაცია (ჩემი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ან სხვა დოკუმენტი თუ ინფორმაცია), ასევე მიიღოს და დაამუშაოს ჩემს მიერ მიწოდებული, ჩემს ნასამართლობასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები; მე ვაცნობიერებ, რომ ხსენებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების ხასიათიდან გამომდინარე, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ჩემი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, ვაცხადებ თანხმობას, რომ ჩემი პერსონალური (მათ შორის ბიომეტრიული და განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდეს 1 წლის ვადით, ვაცნობიერებ რა, რომ ეს ვადა საჭიროა ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისათვის, ასევე სამომავლოდ, სხვა ვაკანტურ პოზიციებზე ჩემი კანდიდატურის განსახილველად. მე ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია, მოვითხოვო დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩემს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე მისგან შემდეგ ელ ფოსტის მისამართზე მიმართვით: Vacancy@mbc.com.ge. ასევე, მაქვს უფლება, მოვითხოვო, მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პროცესის შეზღუდვა, დამუშავების შეწყვეტა და მონაცემების გადატანა. აქვე, მე ვადასტურებ, რომ ის მონაცემები, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებსაც წარვადგენ, არის სწორი და უტყუარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |