www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის გულის ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

შპს "თბილისის გულის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მოლარე-რეგისტრატორი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 83/11.

სამუშაო გრაფიკი:

** ყოველდღიური ცვლადი გრაფიკი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30 საათიდან 17:00 საათამდე ან 11:00 საათიდან 18:00 საათამდე).
** შაბათს-კვირას ან/და საქართველოს შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებში, მორიგეობით (1 რეგისტრატორის სახით) 09:30 საათიდან 13:30 საათამდე.
** ანაზღაურება: 750 - 875 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში შემოსული პაციენტების (ამბულატორიული, სტაციონარული, ვიზიტორი), შესაბამის ჟურნალებში და ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
** კლინიკაში შემოსულ პაციენტებთან (ამბულატორიული, სტაციონარული, ვიზიტორი), შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** კლინიკის პაციენტების შესაბამისი სამედიცინო ბარათების (ამბულატორიული, სტაციონარული) გახსნა;
** პაციენტთა სამედიცინო მომსახურების თანხების ნაღდი ანგარიშსწორებით მიღება, სალარო მეურნეობის წარმოება;
** პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა, ვიზიტების დაგეგმვა;
** საჭიროებისამებრ გაწერილ პაციენტთა დანიშნულებების, გამოკვლევების პასუხების პაციენტებისათვის გადაგზავნა;
** სახელმწიფო ჯან. დაცვის პროგრამების ფარგლებში შესაბამის პორტალებზე (საჭიროებისამებრ სატელეფონო შეტყობინების გზითაც) ინფორმაციის გადაცემა/ატვირთვა;
** დაზღვეული პაციენტების სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება სადაზღვევო კომპანიებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია).
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel -ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარი;
** რამდენიმე დავალების კოორდინირებისა და მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა.

პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ივლისი 2022 წელი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@tbhc.ge და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "თბილისის გულის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |