www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 21 აგვისტო

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს სტაჟირებას საკრედიტოს მიმართულებით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: მარტვილი
გრაფიკი: მოქნილი

ვაკანსიის რაოდენობა: ფილიალში მინიმუმ 2 სტაჟიორი.

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 345 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** დასაქმების რეალურ შანსს;
** ანაზღაურება სტაჟირების მეორე თვიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მენტორების და სხვადასხვა სასწავლო პლატფორმების დახმარებით თეორიული ცოდნის მიღება;
** სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის შესწავლა;
** საკრედიტო ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობების შესწავლა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის უმაღლესი განათლება ან ბაკალავრის/მაგისტრატურის სტუდენტი.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** ინიციატივიანობა

დაინტერესებულ პირებს 2022 წლის 12 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |