www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული/სუ შეფი
მომწოდებელი: რესტორანი HONORÉ
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

რესტორანი "Honore" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის - სუ შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიურად მონაწილეობას ახალი რეცეპტების შექმნაში;
** ამზადებს ყველა შეკვეთას ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების დახარისხებასა და შენახვას (ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელ სტიკერებით) ;
** ამოწმებს თითოეული კერძის ხარისხს, პორციას, პრეზენტაბელურობას და ტემპერატურას სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ იმარაგებს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტს;
** იცავს სამზარეულოს ინვენტარის მოხმარების ინსტრუქციებს;
** ამოწმებს სამზარეულოს ინვენტარს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აწოდებს ინფორმაციას ტექნიკურ დეპარტამენტს;
** ზედმიწევნით იცავს კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტებს.

საჭირო უნარები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbgroup.int@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |