www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის თანამდებობაზე ბათუმში.

აუცილებელი მოთხოვნა: ქონებრივი უზრუნველყოფა

ფუნქცია მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** საწყობის გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
** საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
** სანიტრული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა ;
** პირადი და საწყობის ჰიგიენა (ყოველდღიურად საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა);
** სასაწყობე ოპერაციების, პროცესების და პროცედურების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლის მიღების და გაცემის პროცედურების ორგანიზება და მონიტორინგი;
** სასაწყობე სივრცის სწორად დაგეგმვა-გამოყენება, საწყობში არსებული პროდუქციის განლაგების მონიტორინგი (უსაფრთხო და სწორი განლაგება);
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც საქონლის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** საწყობის რეგულარული აუდიტი და მონაცემთა ბაზების განახლების კონტროლი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** წესრიგის დაცვა;
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** კომპანიაში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზატორული ნიჭი, გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** ემოციური სტაბილურობა.

ანაზღაურება: 1500 ლარიანი სახელფასო + ბონუსური სისტემა
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე შაბათ-კვირის გარდა.

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. კომპანიის ოფისი მდებარეობს ბათუმში, სულხან საბას ქ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: n.chakhvadze@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |