ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და კავკასიაში, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტურისტულ და MICE კომპანიებთან და ყოველწლიურად მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.
კომპანიის მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამედროვე მიდგომები, ევროპული სტანდარტებით მუშაობა და მრავალ ენაზე მოსაუბრე, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები განაპირობებს მის ყოველწლიურ წარმატებასა და ზრდას.
კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, კომპანიმ შეინარჩუნა თანამშრომელთა ძირითადი გუნდი, განაგრძობს განვითარებას და აქტიურად ჩაერთო 2022 წლის ტურისტულ სეზონში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს: http://www.visitgeorgia.ge
ტურისტული კომპანია "ვიზიტ ჯორჯია" ეძებს კადრს ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 4ა
განაკვეთი: სრული, არადისტანციური
ორშაბათი: პარასკევი: 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაოს აღწერა:
** ტურებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა პროგრამულად
** მიღებული ინვოისების შემოწმება
** ბუღალტრული საბუთების დალაგება/დახარისხება
** ანგარიშფაქტურებისა და ზედნადებების მიღება-გატარება
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება
ჩვენთვის საინტერესო კანდიდატს სავალდებულოა ჰქონდეს:
** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით
** MS Office - ის, განსაკუთრებით Excel -ის კარგად ცოდნა
შეეძლოს:
** ლოგიკურად აზროვნება
** გამართული კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა
** ორგანიზებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა
გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@visitgeorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი.
აპლიკაციები მიიღება 14 აგვისტომდე.
გისურვებთ წარმატებას!