www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური მომსახურების ოპერატორი
მომწოდებელი: პაშა ბანკი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"Pasha Banl" აცხადებს ვაკანსიას: დისტანციური მომსახურების ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტი

ეს შენი შანსია! შემოგვიერთდი - ახალი მწვერვალებისკენ, ერთად!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაციის პროცესის მართვა სხვადასხვა არხებით: სატელეფონო ზარები (შემომავალი და გამავალი), ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ჩატი
მომხმარებლებისგან შემოსულ მოთხოვნებზე დროული პასუხი მომსახურების გაწევის ან/და შეკვეთის მიღების მიზნით
** მომხმარებლების ინფორმირება ბანკის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ
** მომხმარებლების პრობლემებზე დროული რეაგირება, იდენტიფიცირება და გადაჭრა
** საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების (სესხები, ანაბრები, საბანკო ბარათები) შეთავაზება და პოპულარიზაცია
** მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება და შემდგომი თანამშრომლობის საფუძვლის შექმნა.
** საჭიროების შემთხვევაში, ფეისბუქ მესენჯერში მომხმარებლების შემომავალი შეტყობინებების ადმინისტრირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office საოფისე კომპიუტერული პროგრამების Intermediate დონეზე ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი სამუშაო ეთიკა, სხვების პატივისცემა
** ხარისხზე ორიენტაცია, ეფექტურობა
** პასუხისმგებლობა, მიზანზე ორიენტაცია
** კომუნიკაცია, საქმიანი ურთიერთობები
** ინიციატივა, ინოვაცია

ჩვენ დაგახვედრებთ:

** საერთაშორისო გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას
** მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტების პაკეტს, მოქნილი სამუშაო პირობებით
** მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში
** ღიაობას ინიციატივების მიმართ

თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე მისამართზე: career@pashabank.ge და მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს "პაშა ბანკი საქართველო" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს "პაშა ბანკი საქართველოში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |