www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ცენტრალური საარჩევნო კომისია
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

"ცენტრალური საარჩევნო კომისია" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი", საქართველოს კანონის "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ", საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, ცესკოს რეგლამენტის და ამ განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად.

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციებია:

** საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნებით განსაზღვრული ტექნიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციულ/საორგანიზაციო საქმიანობა;
** კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი მონიტორინგის სისტემის დანერგვა;
** კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება;
** კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;
** კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ცესკოს, ქსელური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნიკური ზომების მიღება;
** კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი პასუხისმგებელია უზრუნველყოს ცესკოს, სასერვერო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისათვის შესაბამისი ტექნიკური ზომების გატარება;
** კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფთან "CERT"-თან კოორდინაცია;
** კომპიუტერული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების აუდიტის პროცესის ხელშეწყობა;
** ცესკოს ინფორმაციული სისტემების ლოგების ანალიზი და ანგარიშგება;
** ცესკოს ინფორმაციულ სისტემებში შეღწევადობის ცდების ორგანიზება და პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა;
** ცესკოს ქსელური რესურსების და მასში განხორციელებული დაშვებების მონიტორინგი;
** ელექტრონულ ინფორმაციულ რესურსებზე დაშვების მონიტორინგი;
** კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ;
** სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის, "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონისა და ცესკოს რეგლამენტის მიზნებიდან და ცესკოს ხელმძღვანელი პირების დავალებათა შესაბამისად.

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე.

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე.

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი ანგარიშვალდებულია ცესკოს თავმჯდომარისა და საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის წინაშე

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქსელის ან სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** IBM_QRadar, PAM, WAF
** Cisco-ს და Fortinet-ის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Certified Ethical Hacker-ის სერტიფიკატი
** სასურველია OSCP სერტიფიკატი

გრაფიკი/პირობები:

** გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: დაინტერესებულ კანდიდატებს ვთავაზობთ კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას 4000 +

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: itvacancy@cec.gov.ge. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |