www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის კონსულტანტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ავეჯის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და ავეჯის შოურუმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა ავეჯის შერჩევის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ და რუსულ ენაზე)
** შერჩეული დიზაინისთვის შესაბამის მასალაზე კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა
** ახალი მოდელების შესწავლა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** მსგავს ან/და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა

უნარები, მახასიათებლებო და კომპეტენციები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დარწმუნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |