www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UI/UX დიზაინერი
მომწოდებელი: 2G
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია "2G" 10 წლის მანძილზე მუშაობს როგორც საქართველოს, ისე უცხოურ პროგრამულ ბაზარზე, ვქმნით როგორც საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე ვუწევთ სხვადასხვა სახის ვებ, მობილურ და დესკტოპ აპლიკაციების შექმნის მომსახურებას როგორც უცხოურ, ისე ქართულ კომპანიებს.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ და განვითარებაზე თანამშრომელს UI/UX დიზაინერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ხატვის ნიჭი და დიზაინერული ხედვა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** UI/UX დიზაინის შექმნის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Web, Mobile და Desktop აპლიკაციების დიზაინის შემუშავება
** Adobe XD, Figma, Adobe Photoshop, Adobe Illustrator

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს
** სამუშაოს როგორც ოფისიდან, ისე დაშორებულად
** რთული და საინტერესო პროექტების ჯგუფში ჩართვას
** სწავლის და განვითარების შესაძლებლობას
** სოლიდურ ანაზღაურებას

გთხოვთ, განაცხადი გამოგვიგზავნოთ მისამართზე: hr@2gdev.com და ელფოსტის თემის ველში გთხოვთ მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც აგზავნით CV-ს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |