www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Automan.ge
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

კომპანია შპს "ავტომენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (განიხილებიან მხოლოდ გოგონები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** თანამშრომლებისგან შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან ერთად;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის;
** რეგულარული ინვენტარიზაცია და შესყიდვების/მარაგების ბაზაში შეტანა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობიანი
** კომუნიკაბელური
** შრომისმოყვარე
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი (10:00 - 18:00)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 132.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@PMOTORS.GE. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |