www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს საწყობის მენეჯერის ვაკანსიას ლილოში, კარფურის მთავარ საწყობში.

ძირითადი მოვალეობები:

** გუნდისთვის სამუშაოს სპეციფიკაციის დახვეწა/ გაუმჯობესება;
** საწყობის პროცესების და პროცედურების კონტროლი და ახლის გაწერა;
** ყოველდღიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** მიღება/აგროვება/გამზადება და დატვირთვის პროცესების კონტროლი;
** მაღაზიებთან და ოფისის თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
** საწყობის მიმართულებით ჩასატარებელ პროექტების მართვა;
** საწყობის KPI ების კონტროლი.

მოთხოვნები:

** Advanced Excel-ის ცოდნა: ექსელთან მუშაობის გამოცდილება. ფაილების აწყობა/ დამუშავება და ანალიზი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** სამუშაოს დელეგირების უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ლოჯისტიკის/ოპერაციების მიმართულებით გამოცდილება.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი"

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |