www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერაქციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ინტერაქციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიკური სამუშაო გარემო.
სტაჟირების განმავლობაში თქვენ გექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღოთ ბიზნეს პროცესების ჩამოყალიბებაში.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და მათი გაღრმავება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** არსებული მომხმარებლებისათვის შეთავაზების მომზადება;
** შეკვეთის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება /დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |