www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ახალი დიზაინ - ოტელი "ხედი", რომლის გახსნაც იგეგმება 2022 წლის ზაფხულში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სასტუმრო მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერს, პანორამულ რესტორანს სასტუმროს ზედა სართულზე, საკონფერენციო და ღონისძიების დარბაზს, ფიტნეს კლუბსა და სპას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში ენერგიულ, კრეატიულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, რომლებიც მიისწრაფვიან პროფესიული განვითარებისკენ და კარიერული ზრდისკენ

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება
** გაყიდვების საფასო პოლიტიკის შექმნა და მართვა
** გაყიდვების არხების მართვა
** სასტუმროს ბაზრის წილის გაზრდა
** მომხმარებლის მოძიება და მართვა (კორპორატიული, სამთავრობო, ტურისტული სააგენტოები)
** ინოვაციური შეთავაზებების შექმნა და გაყიდვა მოთხოვნის სტიმულირებისათვის
** მომხმარებელთა მონაცემეთა ბაზის შექმნა და მართვა
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა მარკეტინგულ პროგრამებთან შესაბამისობაში
** დაამყაროს და შეინარჩუნოს ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან
** მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრენინგებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდანა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** აქტიური
** პუნქტუალური
** საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა
** ინიციატივის მქონე და შედეგზე ორიენტირებული
** დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი

პირობები:

** დასაქმება საქართველოში არსებული შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად
** 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი
** სტაბილური ხელფასი
** უფასო კვება
** პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრო-ფოსტაზე: hr.khedi@yandex.ru; გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნოთ მხოლოდ კვალიფიცირებულმა კანდიდადატებმა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |