www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი მედიცინის ექიმის პოზიციაზე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი #64
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში-"გადაუდებელ მედიცინაში" სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 აგვისტო, 2022 წელი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/gadaudebeli-medicinis-eqimi/594

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |