www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, ელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

სამუშაო გრაფიკი: ღამის ცვლა 23 საათიდან 8 საათამდე
მისამართი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@multimarket.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ღამის მოლარე-კონსულტანტი".

საკონტაქტო ნომერი: +995 595 99 80 53

"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |