www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მტვირთავი/ავტო მრეცხავი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას მტვირთავი/ავტო მრეცხავის პოზიციაზე.

პირობები:

** მდებარეობა: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია
** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობით ყოველ მე-3 დღეს

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩამოსული და გასაგზავნი ტვირთების სატვირთო მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გარეცხვა საჭიროების მიხედვით;
** კომპანიის ავტოსამრეცხაოში შემოსული ავტომობილების რეცხვა;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა;
** უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@lasare.ge და ელფოსტის დასახელებაში (subject-ში) ჩაწეროთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |