www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

აზიური სამზარეულოს და მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

"Sushi 24" გაძლევთ საშუალებას მზარეულის დამხმარეს პოზიციით შეისწავლოთ აზიური სამზარეულო შემდგომი დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: 2/2 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) 12 საათიანი სამუშაო ცვლა. (როგორც დღის, ასევე ღამის ცვლები).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოამზადოს ნახევარფაბრიკატები ორგანიზაციაში დადგენილი წესის მიხედვით;
** შეინახოს ნახევარფაბრიკატები ორგანიზაციაში არსებული წესის შესაბამისად;
** სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდას და განვითარებას;
** კორპორატიულ კვებას;
** სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო, ჩვენ ყველაფერს გასწავლით!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეულის დამხმარე".

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშავოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |