www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადრეული განათლების პროგრამების კოორდინატორი
მომწოდებელი: კარგი ადგილი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

"კარგი ადგილი" არის ალტერნატიული სივრცე მშობლების გაძლიერება-მხარდაჭერისთვის, ხოლო ბავშვებისთვის ქმნის უსაფრთხო და განმავითარებელ გარემოს. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი დღე ბედნიერი და სავსეა იმ მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლის მიზანი ბავშვის მრავალმხრივი განვითარებაა. აქტივობები მოიცავს როგორც საათობრივ მომსახურებას ისე ბაღისთვის მომზადებას, დაბადების დღეების აღნიშვნას, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებს.

1. ჩვენი სურვილია, შემოგვიერთდეს ადამიანი, რომელიც პროფესიულად გააძლიერებს და გაუწევს მონიტორინგს ადრეული განათლების პროგრამებში ჩართულ მზრუნველებს, რომლებიც:

** ახალისებენ თითოეული ბავშვის შემოქმედებითობას და გამომგონებლობას;
** აძლევენ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას;
** აძლევენ საშუალებას ბავშვს, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, ჩაატაროს ექსპერიმენტები და აკეთოს აღმოჩენები;
** აძლევენ ბავშვს საშუალებას ინფორმაციისა და ცოდნის თანატოლებისთვის გაზიარების;
** თითოეულ ბავშვს აძლევენ შესაძლებლობას საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების საშუალებას ახალი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შესაძენად;
** თითოეულ ბავშვს აძლევენ იმ ტიპის რისკიან თამაშში ჩართვის საშუალებას, რომელიც არ შეიცავს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის;
** და რაც მთავარია - უყვართ თამაში და ასწავლიან თამაშით....

2. წარმართავს მშობლებთან კომუნიკაციას და იზრუნებს მათ გაძლიერება-მხარდაჭერაზე,
3. მოახდენს თითოეული ბავშვის საჭიროების იდენტიფიკაციას და შეიმუშავებს ინდივიდუალური განვითარების გეგმას, მზრუნველებთან შეთანხმებით და მათი მაქსიმალური ჩართულობით
4. იზრუნებს ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ გადამისამართებას საჭირო სპეციალისტთან და ექნება მულტიდისციპლინარული მუშაობის მზაობა-კომპეტენცია.
5. პროგრამის შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა, ასაკთან შესაბამისი აქტივობების გაწერა და შესრულების მონიტორინგი
6. ორგანიზაციის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით ახალი ინიციატივების გაზიარება და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.

არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია გქონდეთ 2 წლიანი გამოცდილება ბავშვებთან და მათ მშობლებთან პრაქტიკული მუშაობის და სავალდებულოა ფლობდეთ ინგლისურ ენას.

ადგილმდებარეობა: შატბერაშვილის ქუჩა 20
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი ორშ-პარ 9-დან 18:00 საათამდე

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: mariam@goodplace.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |