ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ფიდი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს დამლაგებლის პოზიციაზე.
კომპანია "ინვეტ ფიდი", როგორც შპს "ინვეტი"-ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება 60 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
კვება: ერთჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე
ძირითადი მოვალეობები:
** უშუალოდ საწარმოს დანადგარების დასუფთავება/მოწესრიგება;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** საწარმოს შიდა პერიმეტრის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** შრომატევადი საქმიანობიდან გამომდინარე სასურველია კანდიდატი იყოს მამაკაცი.
"ინვეტ ფიდი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტომდე. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!