www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკებისა და დანაკარგების პრევენციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
თანდართული ფაილი: 85539_heidelberg_app_6638750.zip
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის, 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" რუსთავის ცემენტის ქარხანაში აცხადებს ვაკანსიას რისკებისა და დანაკარგების პრევენციის სპეციალისტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ლოკაცია: რუსთავი (საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინება საჭიროებისამებრ)

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო მეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის სისტემების მონიტორინგი და მართვა.
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ზედამხედველობა.
** დანაკარგების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება.
** ცვლისა და ინციდენტების ანგარიშის მომზადება.
** რისკების გამოვლენა და პრევენციის ზომების შემოთავაზება.
** ქურდობის ფაქტების აღმოფხვრა/შეჩერება.
** უსაფრთხოების კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის კონტროლი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
** უსაფრთხოების პერსონალის ტრენინგი საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების, საგამოძიებო ან მსგავს სფეროში
** მონიტორინგის და სიგნალიზაციის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** მოქმედი მართვის მოწმობა
** სათვალთვალო სისტემების ხანგრძლივად მონიტორინგის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - რისკებისა და დანაკარგების პრევენციის სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |