კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში, განყოფილებებში პროცესების ეფექტურად და გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან და კონკრეტული განყოფილებების მენეჯერებთან ერთად, საოპერაციო გეგმის შემუშავება;
** კომპანიის სამომავლო, სტრატეგიული გეგმების დასახვა და მათი ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება;
** ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტის სწორი განაწილების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლიდერული უნარები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!