www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო რისკების ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 17 აგვისტო

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: საოპერაციო რისკების ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** ბანკში არსებული შიდა პროცესების საოპერაციო რისკების შეფასება;
** ბანკში არსებული როლების და უფლებების მართვაში მონაწილეობის მიღება.
** საოპერაციო რისკების იდენტიფიკაცია და შეფასება ახალი ბიზნეს პროცესების დანერგვის ან არსებული ბიზნეს პროცესების ცვლილებების დროს;
** არსებული რისკების იდენტიფიცირების შედეგად მათი შემცირების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** ბანკში არსებული როლების და უფლებების მართვაში მონაწილეობის მიღება.
** საოპერაციო რისკის რეპორტებში მონაწილეობის მიღება.

სხვა საოპერაციო რისკების ინსტრუმენტებში ჩართლობა:

** საოპერაციო რისკის ინციდენტების ანალიზი, მათი პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
** რისკის ინდიკატორების შემუშავებაში ჩართულობა;
** მომზადებული რეკომენდაციების განხილვა პასუხისმგებელ პირებთან;
** შედეგების რეპორტინგი.
** სხვადასხვა დაინტერესებული პირისთვის (მენეჯმენტი, მარეგულირებლის) რეპორტის მომზადება.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** ბანკში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ბარათების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** დეტალებზე მაქსიმალური კონცენტრაცია.
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების და სწავლის უნარი.
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2022 წლის 17 აგვისტოსა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება-"საოპერაციო რისკების ოფიცერი".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |