www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელზე ზრუნვის უმცროს მენეჯერი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სფეისის გუნდში ვეძებთ მომხმარებელზე ზრუნვის უმცროს მენეჯერს. შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე. მომხმარებლებზე ზრუნვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული, გიყვარს მომხმარებლებთან ურთიერთობა და კრიტიკული სიტუაციების მართვა, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული გუნდის ნაწილი
** დააიდენტიფიცირებ მომხმარებლების პრობლემებს და იზრუნებ მათ სწრაფ მოგვარებაზე
** აღრიცხავ მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხებს და გააანალიზებ, საჭიროების შემთხვევაში დააესკალირებ შესაბამის თანამშრომლებთან და გუნდებთან
** გააკონტროლებ და გააანალიზებ SLA-ს
** იზრუნებ მომხმარებლის ზოგად კმაყოფილებაზე
** ჩაერთვები მწვავე შემთხვევების გადაჭრის პროცესში
** დააინიცირებ და განახორციელებ ახალ პროექტებს

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** B6-თან მუშაობის გამოცდილება
** CRM-ზე მუშაობის გამოცდილება
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება

ფინანსურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |