www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით თბილისსა და ბათუმში

აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ეკონომიური ავტომობილი!

ანაზღაურება: ფიქსირებული + საწვავი

ძირითადი მოვალეობები: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო;
** გრაფიკი: 10:00-დან, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.

უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancyforbusiness@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591005579. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მტვირთავი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |