www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა.

კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

პოზიციის დასახელება: ბუღალტერი

მდებარეობა: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. # 201
სამუშაო გრაფიკი: სრული/შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის დროული, სრული და ზუსტი ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** საბანკო ოპერაციების შესრულება, სააღრიცხვო პროგრამაში გატარება და ნაშთების კონტროლი;
** ორგანიზაციის ჩარიცხული თანხების რეკონვერტაცია/კონვერტაცია.
** ხელფასებისა და მასთან დაკავშირებული გადასახადების აღრიცხვა და კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველთვიური, კვარტალური წლიური-ფინანსური ანგარიშების მომზადება დადგენილ ვადებში;
** კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დეკლარაციების/გაანგარიშების მომზადებისა და დადგენილ ვადებში წარდგენა.
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ACCA III დონე - მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა;
** შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის საფუძვლიან დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამის Oris ბუღალტერიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: CV@decoline.ge და სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია დეკოლიანი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |