www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

Extra.ge-ში ვეძებთ მომხმარებელთა მრჩეველს.

Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი.

Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.

Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე?

** დაეხმარები Extra-ს მომხმარებლებს პლატფორმაზე რეგისტრაციაში, ყიდვისა და განავდების პროცედურებში. გაუწევ მათ საინფორმაციო მომსახურებას;
** პროდუქტის გაყიდვების მიზნით, იმუშავებ გამავალ ზარებზეც;
** დროული რეაგირება გექნება მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე;
** მართავ ონლაინ ჩატს;
** აწარმოებ რეპორტინგს უშუალო ხელმძღვანელთან.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვისაც ექნება: მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.

და ასევე, თუ შენ:

** გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გაქვს გუნდურად მუშაობის უნარი.

გამოგვიგზავნე რეზიუმე ლინკზე 27 აგვისტოს ჩათვლით: https://bit.ly/3g2x0px



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |