www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ვეგა გრუპი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

კომპანია "ვეგა გრუპი" 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე "ვეგა გრუპი" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

კომპანია "ვეგა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციების დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
** შესყიდვის ზედნადების პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
** საბანკო გატარებების პროგრამული ასახვა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** ზედნადებების ატვირთვა როგორც შიდა გადაზიდვების ასევე რეალიზაციების ჭრილში.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@vegageo.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2022 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.vegageo.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |