www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 29 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 200 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ქ. თბილისის ფილიალებში.

სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 დღე ცვლებში.
ანაზღაურება: ფიქსირებული 600-დან 700 ლარამდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება.

მოთხოვნები:

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.

ბენეფიტები:

** კარიერული წინსვლა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ყოველთვიური ბონუსები;
** პრიზები თვის საუკეთესო თანამშრომლებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი:

** დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591454595, 591 441628 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე.
** Facebook გვერდის საშუალებით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში: https://www.facebook.com/suftasakhli/app/137541772984354/
** გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@clean-house.ge.

გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა და ადგილმდებარეობა - თბილისი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "სუფთა სახლი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |