თბილისში არსებული საერთაშორისო არომა მარკეტინგის კომპანია "არომაკოსათვის", პრომო გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
** ანაზღაურებას: 2000 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის გაყიდვა და გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქტის პრეზენტაცია;
** მომხმარებლისათვის პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პრეზენტაბელურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@prospect.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.