www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ მაღაზიის მხარდაჭერის წარმომადგენელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / განცხადების ვადა: 29 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის დეპარტამენტში, ონლაინ მაღაზიის მხარდაჭერის წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, არასრული სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 800 ლარი
ადგილმდებარეობა: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39/41

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პოზიტიურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ფუნქციები:

** მომხმარებლებისა და კურიერების მხარდაჭერისა და კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
** სისტემის გამართვაში მონაწილეობის მიღება, ხარვეზების იდენტიფიცირება და გუნდისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** მხარდაჭერის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების მარტივად ათვისების უნარი;
** კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 აგვისტო, 2022 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |