www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მოწესრიგებული, პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომობილის მართვის გამოცდილება მინიმუმ 6 თვიანი
** ბათუმის უბნებისა და ქუჩების ცოდნა
** დღისა და ღამის ცვლებში მუშაობის უნარი
** ახალი თაობის მობილური აპლიკაციების გამოყენების ცოდნა (google map, apple map)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** ფურგონიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** მექანიკურ ან ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ.სკუტერებისა და მოპედების განთავსება ბათუმის ქუჩებში, აპლიკაციაში მითითებულ მისამართებზე;
** ელ.სკუტერებისა და მოპედების ფურგონში დატვირთვა/გადმოტვირთვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** დამჯდარი მოპედებისთვის ელემენტების გამოცვლა;
** დამჯდარი ელ.სკუტერების შეკრება და საწყობში დაბრუნება;
** ელ. სკუტერებისა და მოპედების მომსახურე აპლიკაციის სრულყოფილი ცოდნა
** ელ.სკუტერებისა და მოპედების ვიზუალური დათვალიერება ან მობილურ აპლიკაციაში შემოწმება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში წინასწარი გაწერილი პროცედურების გატარება;
** ავტომობილის/ფურგონის გამართულად მართვა, მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება;
** გუნდის ხელმძღვანელის მითითების დროული შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი და ცვლადი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: batumijobs@scroll.eco; გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოპერატორი".

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი გისურვებთ წარმატებას



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |