www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

GASTRONOME -ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით "თამარა "; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME.

Gastronome • გასტრონომის გუნდში ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალებში ელ მოწყობილობების და სამაცივრე ინვენტარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** ობიექტებზე არსებული წყალგაყვანილობის და მასზე დაერთებული ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** გაგრილება/გათბობის სისტემების მომსახურეობა და კონტროლი.
** დამატებითი ელ სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.
** ფილიალებში დამატებითი ინვენტარის მონტაჟი აუცილებლობის შემთხვევაში.
** წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრობლემის აღმოფხვრა.
** ობიექტებზე სხვადასხვა სახის წვრილმანი ტექნიკური პრობლემის ან დაზიანების აღმოჩენა/აღმოფხვრა.
** ტექნიკური პრობლემის წარმოშობის მიზეზის დადგენა და მისი პრევენცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;

ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად (2000 +)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |