ხილ-ბოსტნეულისა და პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანია შპს "ნიუ პრო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების პროცესისათვის საჭირო ნედლეულისა და მასალების საჭიროების განსაზღვრა და მარაგების მოძრაობის კონტროლი;
** მზა პროდუქციის კალკულაციის შედგენა;
** საწარმოო პროცესების დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა და კონტროლი;
** წარმოების პროცესების ეფექტურობის გაზრდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** წარმოების საწყობში არსებული ნაშთის პერიოდული ინვენტარიზაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან წარმოების მიმართულებით;
** წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: keti.newpro@gmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.