www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 2 სექტემბერი

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინთამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** დეპარტამენტში შემოსული პროექტის მონიტორინგი, საპილოტე რეჟიმში დაკვირვება და დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის სისტემატურ შეფასება/კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** პროექტის პროგრამულ მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა, პროდუქტის დაწყებიდან სრულყოფილ მდგომარეობამდე, დეველოპერების გუნდთან ერთად;
** მიმდინარე პროექტებზე ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მომიჯნავე დეპარტამენტებთან ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** Microsoft Program- ის ცოდნა და მუშაობის შესაძლებლობა;
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი.

სასურველია:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ყოველთვიური ბონუსი;
** სწავლის დაფინანსება;
** პროფესიული ზრდა/განვითარება;
** უფასო კვება და პარკინგი;
** კორპორატიული დაზღვევა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი IT პროექტების მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |