www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 სექტემბერი

კომპანია "მარსი", რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს 2011 წელს დაარსდა და წამყვან პოზიციას იკავებს ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში.
2018 წლიდან კრისტალბეთი მსოფლიოში უმსხვილესი მულტინაციონალური ჰოლდინგური კომპანიის Entain, ყოფილი GVC ჰოლდინგის ერთ-ერთი ბრენდია.

"კრისტალბეთი" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია სათავო ოფისის დიასახლისის პოზიციაზე.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს:

** სამედიცინო დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
** FitPass;
** კვება.

სამუშაო გრაფიკი: ცვლადი _ არასტანდარტული.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

მოვალეობები:

** ოფისის სისტემატურად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** საოფისე როგორც შიდა ასევე გარე სივრცის (მხოლოდ ოფისის მიმდებარე პერიმეტრის) დასუფთავება;
** სველი წერტილების დასუფთავება;
** დასუფთავებისთვის აუცილებელი სასაქონლო მარაგების მართვა, განაწილება, აღრიცხვა და კონტროლი;
** დღის განმავლობაში ნარჩენების ოფისიდან გატანა/გადაყრა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება, რომელიც განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

მოთხოვნები და პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** კეთილგანწყობილი;
** თავაზიანი;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული და ორგანიზებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.
** სასურველია (და არა აუცილებელი) კანდიდატს ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2022 წლის 20 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ/ვერ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |