ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge
"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბრენდბუქის შექმნა-განახლება;
** მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის ჩართულობით, შესაბამისი კონტენტის შექმნა ციფრული სივრცისთვის;
** სტამბებთან ურთიერთობა და მათთვის მასალების მიწოდება;
** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური და ბეჭდვითი მასალების შემუშავება;
** ფოტოების დამუშავება და ილუსტრაციების შექმნა;
** დამტკიცებული დიზაინების დაარქივება;
** ბრენდირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, After Effects -თან მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დედლაინების დაცვა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კრეატიულობა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2022 წლის 04 სექტემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ ქონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ ქონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!