სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Bingo, Molfix, Molped, Joly, Evony, Parex, Dalan, Avedov, Bonduelle, Storck, Rogachevsk, Pagani, Zlato, Cargill, Sisi, Filadoro, Glamur და ა.შ.
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
** საერთაშორისო ბრენდებთან (პარტნიორებთან ყოველდღიური ურთიერთობა
** ტვირთის ეფექტური მარშრუტით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
** ტვირთის მანქანაში გადანაწილება (ექსელით)
** პროდუქციის განბაჟების პროცესის კოორდინაცია, დოკუმენტების სრულყოფისა და სიზუსტის კონტროლი;
** ტვირთების დაზღვევის უზრუნველყოფა;
** შესყიდული საქონლის პროგრამაში ასახვა;
** შედარების აქტის, income-ის მომზადება
** სხვადასხვა რეპორტების მომზადება (ექსელში)
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების და ვადების კონტროლი, რეპორტების წარმოება.
** პროდუქციის ბრუნვის კონტროლი;
** მიმდინარე რაოდენობრივი გეგმა-შესრულებების კონტროლი.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა აუცილებელია, განსაკუთრებით Excel (ჩატარდება ტესტირება);
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, როგორც წერითი, ისე ზეპირი;
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული, დაკვირვებული, განვითარებაზე ორიენტირებული;
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 ლარი, ხელზე ასაღები.
სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 18:00-მდე შაბათ-კვირის გარდა.
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
კომპანიის ოფისი მდებარეობს სამგორში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge.
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!