www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"რომპეტროლ საქართველო" ეძებს გამოცდილ მძღოლს კომპანიის დირექტორისათვის.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-იდან 18:00 საათამდე, დამატებით არანორმირებული სამუშაო საათები.
** ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ზენორმატიულად ნამუშევარი - საათების 25%-ით გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, პერიოდული მივლინებით საქართველოს ტერიტორიაზე
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass, Dealz.ge, თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დირექტორისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა კომპანიის ავტომობილით
** მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (პერიოდული შემოწმება და საჭიროებისამებრ, შეკეთების უზრუნველყოფა კონტრაქტორ კომპანიებში)
** მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა, სანიმუშო ისტორიით;
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
** პირად მძღოლად მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
** უსაფრთხო გადაადგილების წესების ცოდნა და დაცვა;
** დისციპლინირებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** კონფიდენციალურობის დაცვის კარგად განვითარებული უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე apply@rompetrol.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მძღოლი".
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.

არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდეთ "რომპეტროლ საქართველოს" დიდი, საერთაშორისო ოჯახის წევრი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ადგილობრივ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |