www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: Studio Lingo
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

ენების შემსწავლელი ცენტრის "Studio Lingo"-ს გუნდში მოუთმენლად ველოდებით ინგლისური ენის მასწავლებელს.

ძირითადი მოვალეობებია:

** ონლაინ გაკვეთილების ჩატარება (1 გაკვეთილი 1 სთ 30 წთ)
** სხვადასხვა მცირე ტექნიკური დეტალის აღრიცხვა (მაგ: მოსწავლის გაცდენის თარიღების ჩანიშვნა)
** პერიოდულად გუნდთან ერთად ონლაინ შეკრებებზე დასწრება.

ჩვენ არ ვითხოვთ მრავალწლიან გამოცდილებას, ხარისხს, დიპლომებს, სერთიფიკატებს და ა.შ.

თქვენგან მხოლოდ ვითხოვთ, რომ:

** იყოთ მინიმუმ 22 წლის
** ინგლისურს ფლობდეთ C1 დონეზე
** გიყვარდეთ ინგლისური ენა
** გქონდეთ ენის სწავლების მოტივაცია.

ანაზღაურება - გამომუშავებით ჩატარებული გაკვეთილების შესაბამისად. თითო ინდივიდუალურ მოსწავლეზე ანაზღაურება თვეში არის 110 - 180 ლარი, თითო ჯგუფზე 120 - 200 ლარი. ანაზღაურება განსხვავებულია მოსწავლეების რაოდენობისა და დონეების მიხედვით.

მთლიანი გუნდი გპირდებით საინტერესო სიახლეებს, ამ პროფესიაში განვითარების დიდ პერსპექტივას და ძალზე მეგობრულ გარემოს.

ყველა საინტერესო ინფორმაციას შერჩევის შესახებ ნახავთ ჩვენს ფორმაში, რომელიც დაინტერესებულმა აუცილებლად უნდა შეავსოთ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd9y5u4gIfdIkjrmvZBOXbcRbunJwwLUFMlUifnN4JL8TXLqw/viewform?usp=sf_link

და კიდევ სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს გასაუბრებაზე გავივლით.

რომ უკეთ გაიგოთ, ვინ ვართ, ჩვენი ვებ გვერდი დაგეხმარებათ: https://studiolingo.ge/

წარმატებები! გელოდებით სიახლეების მოყვარულ და ენებზე გაგიჟებულ ხალხს ახალ სამყაროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |