"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და პაციენტების უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის შეს. #1
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
** სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად, დიაგნოზის და განხორციელებული ჩარევების კონტროლი;
** სამედიცინო შემთხვევის მართვა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით;
** სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების ელექტრონული აღრიცხვა და რეპორტინგი;
** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის მომზადება;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი სასწავლების მედიცინის ფაკულტეტის (სამკურნალო საქმის) კურსდამთავრებული;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 აგვისტო, 2022.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/xarisxis-kontrolisa-da-pacientebis-usafrtxoebis--samsaxuris-specialisti/703
"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.