www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეკლარანტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ექსპრესი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დეკლარანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური განხრით;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება საბაჟო ოპერაციებში;
** საქონლის დეკლარირებისა და დეკლარირების პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა;
** სასაქონლო ნომენკლატურის ცოდნა (საქონლის იდენტიფიცირება, სასაქონლო კოდის დადგენა);
** კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა);

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური საქმიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

კონკრეტული მოვალეობები:

** DHL-ის მეშვეობით ჩამოსული და გასაგზავნი ტვირთების დეკლარაციის და ფორმა #4-ის შევსება;
** განსაბაჟებელ საქონელზე შესაბამისი სასაქონლო კოდის მინიჭება;
** კლიენტის მოწოდებული დოკუმენტაციის შემოწმება.

თუ თვლით, რომ კომპანიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს კვალიფიკაციასა და უნარ-ჩვევებთან, ამასთან ერთად გსურთ გახდეთ ლიდერი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@geoexpress.ge. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წარდგენილ მოთხოვნებს.

გთხოვთ ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დეკლარანტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |