www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.

"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.ec.ge

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და ბიუჯეტირება;
** საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა გუნდთან ერთად. შესაბამისი კონტენტის შექმნა;
** მედიასთან ურთიერთობა და შესაბამისი მასალითა თუ ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების ორგანიზება;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნა დიზაინერების გუნდთან ერთად;
** კომპანიის ციფრული არხების კონტენტის შინაარსის და პიარკალენდრის შედგენა-განხორციელება, შედეგების მონიტორინგი და ანალიზი სოციალური მედიის მენეჯერთან ერთად;
** ვებგვერდის სტრუქტურული და შინაარსობრივი ნაწილის მართვა, ვებდეველოპერებთან ურთიერთობა;
** ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** CSR აქტივობები;
** ბიზნეს ასოციაციებში კომპანიის აქტიური პოზიციონირების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მსგავსს სფეროში;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში;
** მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება;
** მარკეტინგული კვლევების და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** სოციალური მედიის, Google Adword-ს და SEO-ს მართვის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დედლაინების დაცვა;
** პასუხისმგებლიანობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებული;
** კრეატიულობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2022 წლის 04 სექტემბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ ქონსთრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ ქონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |