www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აგროლაბი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

აგროლაბი პირველი ქართული მულტიპროფილური მოლეკულური ლაბორატორიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა და აერთიანებს სოფლის მეურნეობის, სურსათის უსაფთხოების, ცხოველების ჯანდაცვის და გარემოს დაცვით სფეროებს. ჩვენი გუნდის მიზანია დანერგოს თანამედროვე ლაბორატორიული სერვისები, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროების განვითარებას და სწრაფ პროგრესირებას.

ლაბორატორია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას აგრონომის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

ფუნქცია მოვალეობები:

** მეურნეობის მოსავლის წარმოების შეფასება;
** ლაბორატორიული კვლევისთვის ნიადაგის, თესლის, მოსავლის ნიმუშის აღება;
** ჰაერის, წყლის და სანიტარული ჰიგიენის ნიმუშის აღება ქარხნებიდან და საწარმოებიდან;
** კვლევის შედეგების განმარტება და კონსულტაციის გაწევა მომხმარებლებისთვის;
** საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში და ხარისხის კონტროლში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი სოფლის მეურნეობის/აგრარული მიმართულებით
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათთან ერთად) ელექტრონულ ფოსტაზე: careers@agrolab.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |