www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"გასტრონომის" ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით.

მალე ჩვენს ფილიალებში იხილავთ ახალ სივრცეს, სადაც შეძლებთ, დააგემოვნოთ ფრეშ წვენები, სალათები, სენდვიჩები და ქალაქში საუკეთესო არომატის მქონე ყავა.

სწორედ ამ ახალი პროექტისთვის ვეძებთ თანამშრომელს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 800 ლარი (6 თვის შემდეგ +10%)
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი 40 საათი (2 დღე დასვენება)

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგებს პროფესიონალი ყავის კონსულტანტის მიერ;
** სწავლებისა და განვითარების საშუალებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

** ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტრო სამედიცინოსთან);
** აბაშიძის ქუჩა (ვაკე);
** ბელიაშვილის ქუჩა (დიღომი);
** ამაღლების ქუჩა (სოლოლაკი).

ძირითადი მოვალეობები:

** ასორტიმენტის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია;
** ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება;
** ფრეშების სხვადასხვა სახეობის მომზადება;
** მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** ონლაინ მიღებული შეკვეთის მომზადება;
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი
** ყავის და ფრეშის აპარატის მოვლა ინსტრუქციის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვით.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი;
** გამართული მეტყველება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge;

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |