www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული, მიმტანი
მომწოდებელი: პაბი ტერასა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

პაბი "ტერასა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და მიმტანის პოზიციებზე.

ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, დოლიძის 9
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული+გამომუშავება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მზარეული: სამუშაო სივრცის ჰიგიენაზე ზრუნვა, კერძის მოსამზადებელი ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება და კონტროლი, მარაგების შეკვეთის აღწერა, პროდუქტის შენახვის პირობების დაცვა.
** მიმტანი: სტუმრებისთვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება; სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;

საჭირო უნარები:

** მზარეული: გემრიელად და გულიანად მომზადების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი, ექსპერიმენტებისა და სიახლეებისადმი მიდრეკილება.
** მიმტანი: მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა, მხიარული განწყობის შექმნა/გამოსხივების უნარი

პაბი ტერასას მეგობრულ გარემოში შემოერთების მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595371717

გისურვებთ წარმატებებს ჩვენთან დამეგობრებაში!

განცხადების შემოტანის საბოლოო ვადა 2022 წლის 1 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |