www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნაზილბე
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ნაზილბე" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე სამუშაო პროცესებში რისკისა, საფრთხის დროული იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა, პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
** გამოვლენილი რისკების საფუძველზე ინსტრუქტაჟების და სწავლებების დაგეგმვა დასაქმებულთათვის ცნობიერების დონის ასამაღლებლად;
** ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგლამენტის შესაბამისად დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომლებისა და სხვა პირების ტრავმების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის მინიმუმამდე დაყვანა;
** რისკების შემცირების მიზნით განხორციელებული აქტივობების პროცესზე დაკვირვება;
** აპროფესიული დაზიანებების შეფასება და რისკის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
** "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვა;
** ეფექტური/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** რისკების შეფასება-ანალიზის უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ მისამართზე: http://crm.nazilbe.ge/pub/form/3/jhlq89/

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |