www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 23 საცალო ფილიალს.

"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, ARION Fresh, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Canvit და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება
** საქონლის თვისებების და მახასიათებლების შესწავლა-პრეზენტირება
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის წარმოება

პირობები:

** გრაფიკი: სრული, ცვლებში (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა)
** მინიმალური ხელფასი: 800 ლარიდან
** ადგილი: თბილისი

მოთხოვნები

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** ასაკი 20 წლიდან
** სქესი ნებისმიერი
** საცხოვრებელი ადგილი თბილისი
** ქართულის და ელემენტარული ინგლისურის/რუსულის ცოდნა

უპირატესად ჩაითვლება:

** ზოომაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
** რუსულის საშუალო დონეზე ცოდნა
** შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) ყოლა
** Microsoft Office ელემენტარულ დონეზე ცოდნა
** 1C მაღაზიის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)

ვაკანსიის განხილვა:

ვაკანსიის განხილვა მოხდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილებით:

** ვაკანსია გამოგზავნილ უნდა იქნას მეილზე vacancy@zoomart.ge
** მეილის სათაურში (Subject) უნდა მიუთითოთ "მოლარე-კონსულტანტის ვაკანსია"
** მეილში თანდართული უნდა იყოს CV ფოტოსურათით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |